მანანა არჩვაძე-გამსახურდია: ოცნებებში“ ჩაძირვამ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების დავიწყება იცის

Image

საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისის მოადგილეს ნინო კობახიძეს სიცრუეში ადანაშაულებს და მოითხოვს კანონით მინიჭებული ქონება გადასცენ. როგორც არჩვაძე–გამსახურდია აცხადებს, კანონის მიხდვით ის საცხოვრებლით, ავტომობილით დაცვითა და საარსებო თანხით უნდა იქნას უზრუნველყოფილი.

 

არჩვაძე-გამსახურდია აცხადებს, რომ ის უსახლკაროდაა დარჩენილი და დაცვაც კი მოუხსნეს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მის საკუთრებაში არარსებულ საცხოვრებელ ფართებზე საუბრობს.

 

,,ხელში ჩამივარდა მ/წ 19 მაისის გაზეთი „პრაიმ ტაიმი“, რომლის ერთერთი პუბლიკაციის სათაურია: „რამდენ ათას ლარს სთხოვს მანანა არჩვაძე - საქართველოს მთავრობას?“ (სტილი დაცული). ინტერვიუერი გახლავთ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისის მოადგილე ნინო კობახიძე. ქალბატონო ნინო, მე არაფერს არ ვითხოვ, თუ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, მაშინ მისი კონსტიტუციური პრეზიდენტის მეუღლე მიუსაფარი, უსახლ-კარო არ უნდა იყოს, რადგან კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები ქუჩაში არ დაბადებულან და არც იქ უღვაწიათ!

 

ყველასთვის ცნობილი „კოლხური კოშკი“, დღემდე დგას შევარდნაძისა და მისი ბანდების ვანდალიზმის უტყუარ ძეგლად. თქვენ, რომელთაც ჩემი ვალი გაქვთ, ვალდებულნი ხართ დააბრუნოთ ყველაფერი, ნივთებისა თუ თანხის სახით, მე თქვენ პირად საკუთრებას არ ვეხები. ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფო ამდენ ალიაქოთს არ ატეხდა ამგვარი სტატიების ომით და არ შეეცდებოდა ჩემთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

 

ვალდებული იყავით ეს ყველაფერი თავად მოგვეგვარებინათ ტყუილებისა და ცილისწამებების გარეშე. ამვდროულად თავს ვალდებულად მივიჩნევ თქვენს ინტერვუში „მოხმობილი ინფორმაციები“ საჯარო გავხადო და სამართლიანი პასუხებით მოგიგერიოთ (დასკვნა მკითხველისთვის მიმინდვია):

 

თქვენ ბრძანებთ, რომ მე გადმომეცა ის სახლი წყნეთში, რომელიც ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 26 მაისს, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დადგენილების საფუძველზე გადასცა საკუთრებში, ვინაიდან მან იმავე სესიაზე განაცხადა უარი თბილისსა და ბობოყვათში მდებარე სხვა სახლებზე. სამწუხაროდ აღნიშნული ბინა, რომელიც წარმოადგენდა ჩვენს კანონიერ საკუთრებას მოსკოველ ოლიგარქ მილიარდელ ვინმე თამაზ სომხიშვილზე გასხვისდა. ამ უკანასკნელმა კი, იქ მდგარი სამსართულიანი სასახლე მიწასთან გაასწორა, რომლის ფოტო-სურათებს და შიდა ინტერიერის არქიტექტურულ მონაცემების ფოტოასლს ვურთავ წერილს. ასე, რომ - რომელი სახლი გადმომეცით, არარსებული?

 

წელიწადნახევარი დაგჭირდათ იმისათვის, რომ საბოლოოდ თქვენგან გარკვეული პასუხის ძებნით თავმობეზრებული უარით მოგეშორებინეთ. 2014 წლის თებერვალში მხოლოდ დიდი ჭიდაობის შემდეგ „გადმომეცით“ ე. წ. სორო №1; შენობა-ნაგებობა №2; შენობა-ნაგებობა №3; რომელსაც თქვენ მიუთითებთ ინტერვიუში, როგორც გადმოცემულ ქონებას. საკითხავია, სად დაინახეთ ამდენი შენობა-ნაგებობა? იქნებ უპასუხოთ მკითხველს!

 

აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ახსენებთ ოდითგანვე ყოფილა ნაგავსაყრელი. მისი გაწმენდა დღემდე გრძელდება. ამ „სიამოვნებას“ ემატება ისიც, რომ ეზო სავსეა საქართველოს დამაქცევართა დარი ქვეწარმავლებით. თქვენს მიერ გადმოცემული „სასახლე“ დანგრეულია, სარდაფი წყლითა და შლამითაა ამოვსებული და საჭიროებს თავიდან აშენებას, რომ საცხოვრებლად ივარგოს. ხელშეკრულებაში კი, უთითებთ, რომ შენობა-ნაგებობა უნდა იყოს საცხოვრებლად გამართული.

 

ინტერვიუში, ასევე აღნიშნავთ, რომ საქართველოს პრესპუბლიკის პრეზიდენტის ოჯახი უზრუნველყოფილი ქნა აგარაკით, რომელიც მანანა არჩავაძე-გამსახურდიას პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცა. მინდა შეგახსენოთ, რომ მე არ გახლავართ იმ ხუხულის მესაკუთრე. ვინაიდან, მუხლი 3- მავალდებულებს, რომ ხუთ წელიწადში ერთხელ წარმოგიდგინოთ ინფორმაცია „ქონების“ მდგომარეობის შესახებ, ასევე მუხლი 3. 2. 1. და 3. 2. 2. „ღაღადებს“: მანანა არჩვაძე-გამსახურდია თუ მესაკუთრეა გადავხედოთ მე-4 მუხლს ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებს: 4.2. „მყიდველს“ „ქონების“ საპრივატიზაციო თანხის გადახდამდე, ასევე მისი გადახდის შემდგომ, „გამყიდველის“ წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე არ აქვს უფლება გადაცემული „ქონება“ გაასხვისოს, გასცეს სარგებლობის უფლებით, განკარგოს ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. „გამყიდველის“ თანხმობის გარეშე გაფორმებული ყოველი ასეთი გარიგება ჩაითვლება ბათილად მისი დადების მომენტიდან. მსგავსი პრეტენზიები ხელშეკრულებაში ხშირად მეორდება.

 

გთხოვთ, ნებისმიერი იურისტის ჩართვით დამიდასტუროთ, რომ მე თქვენ პირად საკუთრებაში რაიმე ქონება გადმომეცით! აქედან გამომდინარე, თქვენი „ხელშეკრულება“ ყოვლად ალოგიკური და უსაფუძვლოა თუკი „მესაკუთრე“ დამოკიდებულია სხვაზე. კანონით, მესაკუთრე ნიშნავს იმას, რომ იგი ვალდებული არ არის არავის წინაშე, თუ როგორ უნდა განკარგოს მან თავისი ქონება. ჩვენ კი, საქმე გვაქვს საკუთრების ახალ ფორმასთან, რომელიც ისევ თქვენს საკუთრებას წარმოადგენს.

 

გთხოვთ, ინტერვიუში მოხსენიებული №2 და №3 შენობა-ნაგებობა მაჩვენოთ სპეციალისტების თანხლებით, სადაც შედგება შესაბამისი აქტი და მის საფუძველზე გაკეთებული დასკვნა. 4. თქვენ ასევე საუბრობთ პერსონალურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გადმომეცა ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ისიც სხვისი გამონაცვალი, რომელსაც 17ათასი კმ. უკვე ქონდა გავლილი. ეს მაშინ, როცა მეოცნებეებმა ძვირადღირებული მანქანების დაწუნებაც დაიწყეს, არათუ გამონაცვალი მანქანებით სარგებლობას დათანხმდნენ.

 

თქვენ ბრძანებთ, რომ საქართველოს პრესპუბლიკის პრეზიდენტის ოჯახის წევრებს უნარჩუნდებათ სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფლება, სახელმწიფო დაცვის სამსახურის პასუხისმგებელმა პირმა კი, წერილობით მაცნობა, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამიტომ არ მეკუთვნის სახელმწიფო დაცვა. ამ დროს „დაჩაგრულ“ შევარდნაძეს თურმე პენსია მხოლოდ 560 ლარი ჰქონია. რატომ დაგავიწყდათ, თუ თვალს ხუჭავთ, რომ საბჭოთა კავშირის გარიგებით დაშლის საფასურად მისთვის ბოძებული სარგო და საქართველოს ქონების უმეტესობა მისი და მისი ოჯახის პირად საკუთრებაში რომაა?

 

უცხოეთში მათ მიერ შეძენილ სასახლეებზე (თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში, ისრაელში...) და სპეც-ანგარიშებზე, რომ არაფერი ვთქვათ. მისი ვაჟი პაატა შევარდნაძე კი, ევროპის მილიარდელთა შვიდეულში ალბათ, სოფელ მამათის საგვარეულო ქონებით მოხვდა, ისევე, როგორც ჯოხთაბერიძე და ძმისშვილი ნუგზარა საქართველოს მილიონერთა სიაშია.

 

ეს ის შევარდნაძე არ არის, რომელმაც სამხედრო-სახელმწიფო საბჭოს პირველი პირის სავარძლის ხელში ჩაგდების სანაცვლოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურა და საქართველოს ძირძველი ტერიტორიები გაასხვისა, რისთვისაც პასუხისმგებლობას დღემდე არავინ აკისრებს.

 

მაგალითად შეგახსენებთ, რომ ერიჰ ჰონეკერი, რომელიც თავს აფარებდა მოსკოვს, გერმანიამ როცა მოახერხა მისი ექსტრადაცია, მომაკვდავი ციროზის დიაგნოზიანი გაასამართლა და მიუსაჯა სამშობლოს ღალატის მუხლით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც განაჩენის გამოტანიდან სამ თვეში გარდაიცვალა. ისეთი კრიმინალი, როგორიც შევარდნაძეა ნამდვილად იმსახურებს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომლის მომსახურებას, ავტომანქანებით და დაცვის ჯიხურებით, რომლის ამსახველი ფოტო- სურათებიც შემიძლია გაახლოთ.

 

ქართველი ერის ფხიზლად მოდარაჯე ნაწილი მოგაწვდით ამის დამასდტურებელ ყოველდღიურ ფოტო-ვიდეო ინფორმაციებს. რომელ კანონზე საუბრობთ?, როდესაც თქვენი გამონათქვამი ლაიტმოტივად გასდევს ინტერვიუს - „რამდენ ათას ლარს სთხოვს მანანა არჩვაძე მთავრობას?“

 

კიდევ გიმეორებთ, მე არ გთხოვთ! მოვითხოვ იმას, რაც კანონით მეკუთვნის! ასევე, რაც მატერიალური, ფიზიკური და მორალური ზარალი მომაყენეს შევარდნაძის ბანდებმა, რომელთაგან ბევრი ამჯერად თქვენთანაა პორტირებული და იქ ითბობს ხელს. ინებეთ და დაემორჩილეთ კანონსა და სამართლიანობას, რომელიც გავალდებულებთ - უზრუნველყოთ პრეზიდენტის მეუღლე ბინით, აგარაკით, ავტომანქანით, დაცვით, შესაბამისი ფინანსებით, აუნაზღაუროთ ის დანაკარგი, რომელიც ამჯერად მეოცნებებში პორტირებულმა ყაჩაღებმა დაიტაცეს.

 

იქნებ დამისახელოთ მსოფლიოში რომელიმე ქვეყანა, სადაც კონსტიტუციური პრეზიდენტის მეუღლე იმყოფებოდეს ისეთ პირობებში, რომელსაც სასჯელად იყენებთ ამჯერად ჩემს მიმართ. გირჩევთ, სანამ ინტერვიუზე დათანხმდებით და „პასუხებს დააფიქსირებდეთ“ სიცრუეს გაერიდეთ, ვინაიდან ყოველთვის გამოჩნდება მამხილებელი.

 

გაითვალისწინეთ, რომ „ოცნებებში„ ჩაძირვამ საქართველოს მოსახლეობისადმი გაცემული დაპირებების დავიწყება იცის.

 

P.S. პასუხების ჩამონათვალი ეხება ინტერვიუს, რომელიც გაზეთ „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.

 

მანანა არჩვაძე-გამსახურდია ქ. თბილისი. 2014 წელი, 21 მაისი“– წერს არჩვაძე–გამსახურდია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !