მეუფე კალისტრატეს პირადი სტიქაროსანი მათ მიმართავს, ვისაც, მელას მსგავსად, „რაც ესიზმრება, ის ელანდება“

Image

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს პირადი სტიქაროსანი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე „ფეისბუქის“ საშუალებით განმარტებას აკეთებს მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

მიტროპოლიტის პირადი სტიქაროსანი აცხადებს, რომ ამ სტატუსის გამოქვეყნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უამრავი ადამიანისგან, მათ შორის სასულიერო პირებისგან, მიიღო შეკითხვა - ჩაუტარდა თუ არა ფეხის ამპუტაცია მეუფე კალისტრატეს.

 

„ამ დღეებში, ჩემს ტელეფონზე განხორციელდა რამდენიმე ზარი(მათ შორის სამღვდელო პირთაგან) და ასევე, მომწერეს ფეისბუქ-ჩატში, სადაც მეკითხებიან, მეუფე კალისტრატეს მართლა ჩაუტარეს ფეხის ამპუტაცია თუ არა(ღმერთმა დაიფაროს).

 

ვინაიდან, ვხვდები, რომ სამწუხაროდ, აღნიშნულმა დეზინფორმაციამ, სამღვდელო პირთა და მორწმუნეთა შორის, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ჰპოვა გავრცელება და ასევე, ვაანაზილებ რა, საქმე გვაქვს, არაკეთილისმოსურნე ადამიანთა მხრიდან გავრცელებულ "მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდა" სახის ჭორთან, ამიტომ ვაკეთებ ზოგად განმარტებას, რომ არავინ შევიდეს შეცდომაში:

 

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს მეუფე კალისტრატეს ფეხზე ჩაუტარდა მცირე სახის ქირურგიული ჩარევა და ამჟამად გადის რეაბილიტაციის კურსს.

 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე უკეთეს სიტუაციაში გადადის და არავითარი საგანგაშო ვითარება არსებობს. მეუფე კალისტრატე ჩვეულებრივად გადაადგილდება(ორივე ფეხით  ) და ასევე, სრული დატვირთვით ანხორციელებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამღვდელმთავრო მართვას. ის თავს გრძნობს მხნედ და ჯანმრთელად.

 

მრავალჟამიერ მის მეუფებას ქუთაის-გაენათის უძველეს სამიტროპოლიტო კათედრაზე!“, - წერს „ფეისბუქში“ მიტროპოლიტ კალისტრატეს პირადი სტიქაროსანი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !