შსს უწყების სახელით ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებასთან კავშირს უარყოფს

Image

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ინტერნეტმომხმარებლებს მიმართავს, არ წამოეგონ უწყების სახელით გავრცელებულ პროვოკაციულ განცხადებაზე.

 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ შსს-ს მიერ აღმოჩენილია მომხმარებლის მიერ პედოფილიის, ძალადობის და გეი-პორნოს ელემენტების შემცველი მასალების დათვალიერებასა და კოპირებასთან დაკავშირებული დარღვევები.

 

იმავე შეტყობინებაში საუბარია, თითქოს მომხმარებლის კომპიუტერი დაიბლოკა უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის კანონის დარღვევის გამო, პორნოგრაფიული შინაარსის მასალების დათვალიერების დროს. 12 საათის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმე გადაეცემა სასამართლოს. ამავე ვებ-გვერდზე ვრცელდება მოთხოვნა 12 საათის განმავლობაში 87 ლარიანი ჯარიმის გადახდის შესახებ.

გაცნობებთ, რომ

აღნიშნული ქმედება არ ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და სიმართლეს არ შეესაბამება. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, კომპიუტერში მსგავსი სახის შეტყობინების გამოჩენისთანავე აცნობონ სამართალდამცველებს და განცხადებით მიმართონ სამინისტროს ან პოლიციას საცხოვრებელი მისამართის მიხედვით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლით).

 

გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !