-
2014-11-12 01:13
მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისის თემში მდებარე სოფელ მუხათწყაროში რამდენიმე აგარაკი ერთმანეთის მიყოლებით გაძარცვეს, - ამის შესახებ ერთერთი აგარაკის მფლობელი გიგი კუბლაშვილი "ფეისბუქზე" წერს და გაძარცვული აგარაკის ეზოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
"დღეს დაახლოვებით 16 საათზე მაცნობეს, რომ გატეხილია ჩემო აგარაკი მუხათწყაროში, ავედი - გადაუვლიათ მუხათწყაროსთვის, 4 სახლია გამტყდარი რაც გავიგეთ, პოლიცია პარალიზებულია როგორც მივხვდი.
ეს არის წესრიგი და კრიმინალი არ არისო? ....... კატასტროფაა, დიდი უბედურება გველის თუ აზრზე არ მოვალთ. ეს დარჩათ ვერ მოასწრეს წაღება..."
