
„აფხაზეთის ხმის“ მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც იოსებიძის 75 ბ კორპუსში ორი დღის წინ მომხდარ ყაჩაღობას ეხება, დადასტურდა, რომ ძარცვაში ოჯახის ახლობლები მონაწილეობდნენ.
შსს-ს ცნობით, სახლში სხვა თანხაც იყო, თუმცა, როგორც გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, ნათესავებს შორის დავა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სწორედ 1500 დოლარზე მიმდინარეობდა და მათ ბინიდან ეს თანხა აიღეს.