
წუხელ, თბილისში, პეკინის ქუჩაზე, დაახლოებით ღამის 12 საათზე ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ბინაში 25 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. მას ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
მეზობლების თქმით, ბინა გაქირავებული იყო, გარდაცვლილი სილამაზის სალონში მუშაობდა და ლგბტ თემის წევრი იყო.
„პოლიცია და სასწრაფო მოვიდა, მე, ღამის 12 საათზე მეზობელმა დამირეკა და რომ გამოვედი, ყველაფერი იწვოდა. მანამდე ჩხუბი და ხმაური არ გამიგია. თქვეს, რომ ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს. კარები ვერ გააღეს, ეტყობა იყო ისეთი ვინმე, ვისაც გასაღები ჰქონდა. მაღალი, გამხდარი კაცი იყო", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.