
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე "გლობალ მედის" ექიმს დაყაჩაღება დაუპირეს: მას დანით ემუქრებოდნენ და საფულის წართმევას უპირებდნენ, თუმცა, ვერ მოახერხეს. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მომხდარი ფაქტი შსს-მ დაადასტურა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.