
ქუთაისში, საფიჩხიაზე, დაუდგენელმა პირებმა ტაქსისტი ბიჭიკო რ., სავარაუდოდ, ცემით მოკლეს. ინფორმაცია "ქუთაისი თუდეიმ" გაავრცელა.
ტაქსისტის ცხედარი მისსავე მანქანაში გუშინ დილით აღმოაჩინეს - მას ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. მომხდარ შემთხვევას შსს-ც ადასტურებს და აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლითაა აღძრული.