
როგორც ალექსანდრე ხვედელიძემ აღნიშნა, მისი ვაჟი, 21 წლის გიგი ხვედელიძე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
მკვლელობა 2013 წლის ნოემბერში ხაშურში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით დააკავეს ხვედელიძეების მეზობელი და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რის შემდეგაც დამნაშავეს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმსუბუქა.
გარდაცვლილის მამის პროტესტის მიზეზი სწორედ ეს გახდა. ამასთან, ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობაში სხვა პირებიც არიან დამნაშავეები, რომლებიც ამ დრომდე არ დასჯილან.