
ილია ზაუტაშვილი ირწმუნება, რომ გიორგი რევაზიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა საკუთარ კაბინეტში მიაყენა.
მისი თქმით, ინციდენტი სამართალდამცავების მხრიდან მისი და მეგობრის ნარკოლოგიური შემოწმების ფაქტს მოჰყვა.
დაზარალებული აცხადებს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რევაზიშვილი მას სასტიკად გაუსწორდა.
ზაუტაშვილმა პროკურატურას სარჩელით უკვე მიმართა.
მომხდარს კახეთის სამხარეო პოლიცია იძიებს.
ყვარლის პოლიციის უფროსი, გიორგი რევაზიშვილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.