
ბექა პერტაიამ გუშინ ზუგდიდის პროკურატურსთან თავის დაწვა სცადა.
ექიმების თქმით, 19 წლის ახალგაზრდას მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები და ფილტვები.
მიუხედავად ამისა, პერტაია შიმშილობის გაგრძელებას მაინც აპირებს.
სხეულზე ცეცხლის წაკიდებით პერტაიამ მამის პატიმრობა გააპროტესტა.
თვითმკვლელობა ქუთაისის ციხეში ორი დღის წინ ბექა პერტაიას მამამ მსჯავრდებულმა რუსლან პერტაიამაც სცადა.
შეგახსენებთ, რომ რუსლან პერტაიას თხილის ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული.