-
2014-11-01 20:44
75 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში სასტიკად აწამეს. როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა თქვა, თავდამხსმელებმა წამების იარაღად ცხელი უთო გამოიყენეს. შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მოხდა.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ benewsbatumi.com ავრცელებს და წერს, რომ მოხუცის სახლი პოლიციის განყოფილების შენობიდან ასიოდე მეტრითაა დაშორებული. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სავარუდოდ, ყაჩარების სამიზნე მოხუცი მამაკაცი იმის გამო გახდა, რომ ის ბიზნესმენ ჯემალ გერკელიძის მამაა.
დაზარალებული კუკური გერკელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.