-
2014-10-31 11:49
ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ლაშა ნ. და ანზორ შ. და ლუკა ო.დუშეთის რაიონის სოფელ ხარხეთში მომხდარ ყაჩაღობაში არიან ბრალდებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღობა 17 ოქტომბერს მოხდა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით შეიარაღებული 4 ნიღბიანი პირი ყაჩაღურად თავს დაესხა გვიანიშვილების ოჯახს. თავდამსხმელებმა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, გვიანიშვილების ოჯახიდან 2 400 ლარი და 500 ამერიკული დოლარი წაიღეს. ოთხივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დაკავებულთა ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს იარაღი და ნიღბები. მეოთხე თანამზრახველის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-02-08 12:04
-
2016-10-17 11:10
-
2016-09-18 10:04
-
2016-06-05 00:39