მას შემდეგ, რაც ესპანეთის მიერ რუსეთისთვის გადაცემული 61 წლის შაქრო კალაშოვმა მოსკოვში შსს-ს განყოფილების შენობა დატოვა, უახლოეს მეგობრებთან ერთად „დედ ჰასანისა“ და „იაპონჩიკის“ საფლავები მოინახულა და დაიფიცა, რომ მათ სისხლს არავის შეარჩენს.
როგორც „პრაიმკრაიმი“ წერს, ზახარ (შაქრო) კალაშოვს მეგზურად ახლდნენ პიჩუგა (იური პიჩუგინი, 49 წლის „კანონიერი ქურდი“, -(ეს და ფრჩხილებში მითითებული ყველა ვინაობა ჩამონათვალში -რედაქციისაა), ვასკრესი (42 წლის ვასილი ქრისტოფოროვი), რაჯიკა (43 წლის რაჟიდინ მიხრალიევი) და მაცი (სავარაუდოდ, 34 წლის მაცი სენაკელი(გვარამია).
ცნობილია, რომ „დედ ჰასანის“ მკვლელობაში მისი მიმდევრები და თანამოაზრეები კრიმინალური სამყაროს ჯგუფს ადანაშაულებენ, რომელსაც კარგად ცნობილი მერაბ ჯანგველაძე ხელმძღვანელობს, ამავე დროს, არ ასახელებენ კონკრეტულ გვარ-სახელებს.
ესპანეთის ციხეში რვაწლიანი ყოფნის შემდეგ მოსკოვში დაბრუნებულმა შაქრო კალაშოვთან შეხვედრა ბევრმა კრიმინალურმა ავტორიტეტმამა დააპირა, მაგრამ უმრავლესობამ უარი მიიღო. ამბობენ, რომ მათ შორის, ვინც კალაშოვმა გააწბილა, მერაბ ჯანგველაძის ძმა ლევანიც იყო. სწორედ ლევანი ითვლება სოხუმის კლანის „მამოძრავებელ ტვინად“.