-
2014-10-30 02:08
კიევში, ერთერთ რესტორანში ვახშმობისას უკრაინელმა სამართალდამცველებმა სამი „კანონიერი ქურდი“ აიყვანეს. სამივე ე.წ. ჯანგველაძის კლანის წარმომადგენელია.
დაკავებული არიან ქუთაისელი, 38 წლის "კანონიერი ქურდი" ვარლამ კუხიანიძე, იგივე "ვატია", 33 წლის მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი ბათუმელი" და 43 წლის სერგო ღლონტი, იგივე გუგა - ე.წ. "სოხუმის კლანის" "კანონიერი ქურდების" წარმომადგენელი. აქედან "ლავასოღლი ბათუმელი" უკრაინაში, ბოლო 1,5 წლის განმავლობაში, უკვე მეოთხედ დააკავეს.
კადრებში, რომელიც „აფხაზეთის ხმამ“ მოიპოვა, ჩანს ვახშამი რესტორანში, იქ მისული პოლიციელები და სახელმწიფო გამანაწილებელში გადაყვანის შემდეგ მცირე ბიოგრაფიული დაკითხვა, რომელშიც შედის შეკითხვა: „ხართ თუ არა „კანონიერი ქურდი“? ამ შეკითხვაზე მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი ბათუმელი“ პასუხობს: „კი, მე ქურდი ვარ!“, ხოლო ვარლამ კუხიანიძე, იგივე „ვატია“ ამბობს: „ამ შეკითხვებს მე ადვოკატის გარეშე არ ვუპასუხებ“.
რაც შეეხება გუგას, მას ნებაყოფლობით დაატოვებინეს უკრაინა, ქვეყანაში შემდგომი დაბრუნების აკრძალვით. როგორც პროცედურა ითვალისწინებს, მან აირჩია რეისი, რითაც უკრაინიდან გაემგზავრებოდა. კადრებში ჩანს, რომ ის ტრაპამდე მიაცილეს. გუგა კიევიდან „აუსტრიანის“ რეისით გაემგზავრა და ტრაპის ბოლო საფეხურზე ასულმა, ოპერატორს თბილადაც კი დაუქნია ხელი.