
მამაკაცმა დედოფლისწყაროში 31 წლის ორსული ცოლი სცემა. მამაკაცი დააკავეს, სასამართლომ კი პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოძალადე ქმარს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა.
"რუსთავი-2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ორსულ ცოლს ქმარმა სასტიკად სცემა. მომხდარს მათი 13 წლის შვილი შეესწრო. ქმრის მიერ ნაცემი ქალი მოტეხილობებითა და მრავლობითი დაჟეჟილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.