ვარკეთილში შშმ პირი და მისი მეუღლე აწამეს და გაძარცვეს - შსს წამების ფაქტს არ ადასტურებს

Image

ვარკეთილის მესამე მასივში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი და მისი მეუღლე სასტიკად აწამეს, შემდეგ კი, გაძარცვეს. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.

 

როგორც “ექსპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, მძარცველები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში დაახლოებით, დილის 7 საათზე შეიჭრნენ.

 

მეზობლების თქმით, მამაკაცი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, სასტიკადაა ნაცემი. ნაწამებია მისი მეუღლეც, რომელსაც მათივე ინფორმაციით, მძარცველებმა თავი უნიტაზში ჩააყოფინეს.

 

“ნიღბებით შეიჭრნენ სახლში. მამაკაცს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, ის სასტიკადაა ნაწამები, სცემეს. მის მეუღლეს კი უნიტაზში აყოფინეს თავი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მძარცველებმა სავარაუდოდ, სახლიდან ოქრო და ძვირადღირებული ნივთები წაიღეს”, – განუცხადეს “ექსპრესნიუსს” მეზობლებმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ვარკეთილის მესამე მასივში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძარცვის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ექსპრესნიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვარკეთილის მესამე მასივში ცოლ-ქმარი აწამეს არ ადასტურებენ.

 

შსს ასევე, უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

 

"ექსპრესნიუსის" მიხედვით

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !