საქალაქო სასამართლომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვლადიმერ ბერძენიშვილი გირაოს - 15 000 ლარი სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„ფულიანი მამიკოს ბიჭია, გამოუშვეს, რა თქმა უნდა. მას ხომ ჭიკაიძე, ღარიბაშვილი და ძმანნი მათნი პატრონობენ.
არ ვიცი, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ალბათ ხვალ ოქროპირიძესაც გამოუშვებენ. ეს საშინელებაა“, - წერს მოკლული ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე სოციალურ ქსელში.
გამოძიების ინფორმაციით, ბერძენიშვილი 2 სექტემბერს გიორგი ოქროპირიძესთან ერთად, ლაშა მახარაძის მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა.