ცნობილი ექიმის, პრეპარატების "დომენტოლისა" და "გაგანოლის" შემქმნელის დომენტი გაგნიძის ოფისი, რომელიც აწყურის ქუჩაზე მდებარეობს, გაძარცვეს.
ძარცვის ფაქტს შსს ადასტურებს. წინასწარი ინფორმაციით, რომელიც ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ვრცელდება, წაღებულია რამდენიმე ათასი ლარი და პრეპარატები. მომხდარ ფაქტზე უკვე აღძღულია სისხლის სამართლის საქმე.