-
2014-10-23 13:40
ვაზისუბანში, შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას მშობლების სახლის წინ ავტომანქანა "სუბარუ" აფეთქდა. ინფორმაციას "თავისუფალი ზონა" ავრცელებს. ერთერთი ვერსიით, მანქანაში ხელყუმბარა შეაგდეს.
განახლებულია - 14:03
თვითმხილველთა თქმით, მანქანის მძღოლი, რომელიც არ დაშავებულა, უკვე წაიყვანეს დასაკითხად. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები.
"აფხაზეთის ხმისთვის" ცნობილი გახდა, რომ მანქანა ყოფილ პოლიციელს ვალიკო დევროსაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად ბიზნესითაა დაკავებული.
შსს-ს კომენტარს ამ ფაქტთან დაკავშირებით მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.