
საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განაჩენი. 7 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად მას საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება 3 წლით აეკრძალა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. პროცესს ბრალდებული ახალაია არ დასწრებია.
ბაჩო ახალაია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ 144-ე (წამება) და 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლებში, 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლით კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც 3 ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ. ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულია დათა ახალაია, რომლის განხილვა ცალკე ეპიზოდად მოხდება და მას ასევე გაზრახ მკვლელობა ედება ბრალად.