"კურიერმა" რამდენიმე წუთის წინ ოჯახური ძალადობის შედეგად მომხდარ კიდევ ერთ მკვლელობაზე გაავრცელა ინფორმაცია - მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა.
"კურიერის" ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩეთში ქმარმა ცოლს ყელი გამოსჭრა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.