-
2014-10-18 12:14
ყაზბეგის 28-ში, წინასწარი ინფორმაციით, ცოლზე მოძალადე ქმარმა გამოზახებაზე მოსულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა, საპასუხო სროლის დროს კი აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მამაკაცი ლიკვიდირებულია.
მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. როგორც "კურიერის" კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში, შემთხვევის ადგილიდან ჩართვის დროს იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, მოძალადე მამაკაცი ლიკვიდირებულია, მინიმუმ, ერთი პოლიციელი კი დაჭრილი.
დაჭრილი სამართალდამცველი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ამ დროისთვის შს მინისტრიც მივიდა. დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მეზობლების ნაამბობს ეფუძნება, ქმრის მხრიდან ძალადობის შემდეგ ცოლმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ადგილზე მისულ პოლიციელებს კი მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა.