
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე „ალიასთან“ ინტერვიუში მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს.
„სასამართლოზე ზეწოლის სურვილით აპირებენ პროვოკაციების მოწყობას, ამიტომ არის დაგეგმილი ეს ყველაფერი საქალაქო სასამართლოს ეზოში.
ახლა იკითხავთ, საიდან გაქვთ ეს ინფორმაციაო და გიპასუხებთ, ხომ იცით, საქართველო რა პატარაა, ყველა ყველას იცნობს, მეც მყავს მეგობრები „შიგნით“, სწორედ კეთილისმსურველებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხრიდან იგეგმება პროვოკაცია.
რატომ ვადანაშაულებ ხელისუფლებას? მაგალითად, წულუკიანი ამბობს, რომ უნდა ვებრძოლოთ „ნაციონალებს“ და ეს არის მთელი ჩემი ცხოვრების მიზანიო. ჭიკაიძემ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს გადატრიალებას და ხან ბორბლების შეგროვებას იწყებს, ხან რას და ხან რას.
მას ჰქონდა არასამთავრობოების მთელი ჩამონათვალი, თუნდაც ის, რომ 315-ე მუხლით გამოძიება დაწყებულია. ეს ყველაფერი მაძლევს იმის საფუძველს, რომ თვითონ ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ვერ განახორციელებს ვერაფერს, თვითონ ვერ მოვა სიტუაციის ასარევად.
თუ ხელისუფლება ვერ დაიკავებს ხელკეტს, მათ ჰყავთ დაქირავებული, დაზომბირებული მხარდამჭერები, რომლებიც კრიმინალურ ბანდას წარმოადგენენ“, -აცხადებს ნადარეიშვილი.
მისი თქმით, მათ დაატარებენ ხან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ხან არასამთავრობო ორგანიზაციების წინ.
„ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გავაკეთო ასეთი პროვოკაციების შესახებ განცხადება. თავად ხელისუფლება რომ ცდილობს, წაახალისოს პროვოკატორები, ასეთი რამ არ გაგონილა მსოფლიოში.
ზუსტად არ ვიცი, იქ ვინ მოვა, მაგრამ ის კი ვიცი იმ ადამიანისგან, ვინც მე მომაწოდა ინფორმაცია, რომ ირმა ინაშვილი მის გუნდთან ერთად მუშაობს სასამართლოს ეზოში ხალხის მოყვანაზე. ყველა ხერხით ცდილობენ, აამუშაონ „სუს“-ი, მოახდინონ მოსამართლეზე ზეწოლა,
პრემიერ-მინისტრიც აგვარებს მოსამართლე ახვლედიანთან ამ საკითხებს, მოყრიან „ტიტუშკებს“ და ყველაფერი მოხდება იმის გამო, რომ მოსამართლე შეაშინონ. მათ მიახვედრებენ, რომ ხვალ-ზეგ მათ დახვდებიან სადარბაზოსთან და გაუსწორდებიან“, - აცხადებს ნადარეიშვილი.
„ალია“