-
2014-10-17 13:33
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური ენის ლექტორი მაკა წივწივაძე ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილმა ქმარმა რამდენიმე წუთის წინ ყელის არეში დაჭრა.
მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ცოლი მოკლა, ყოფილმა ქმარმა თავი მოიკლა.
ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, 1981 წელს არის დაბადებული.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს პაციენტი ცოცხალ მდგომარეობაში გადააბარა.
რაც შეეხება მამაკაცს, ჩვენ ის ადგილზე გარდაცვლილი დაგვხვდა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული", – განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა შალვა ბრაჭულმა.
დაზარალებულს სავარაუდოდ ოპერაცია უტარდება.