რა ხერხებით შემოაქვთ მომაკვდინებელი ნარკოტიკი თურქეთიდან

Image

გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ერთი თვეა თურქეთიდან უცხო წარმოშობის ნარკოტიკი გადმოაქვთ.

 

 

„ეს ნარკოტიკი სიკვდილს იწვევს. ახალი სახეობის ნარკოტიკები „სირეცი“ და „ბანზაი“  ფხვნილის სახითაა გავრცელებული.

 

როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, თურქეთში ამ ნარკოტიკების თითო პაკეტის ფასი ყოფილა 10 ლირა, საქართველოში კი ღირს პაკეტი 50 დოლარი.

 

ნარკოტიკი საქართველოში გადმოედინება გადამზიდავი კომპანიების საშუალებით და ეს კომპანიებიც ცნობილია ჩვენთვის, ამ სახელებს მე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტყვი.

 

ანუ ნარკოტიკი ქვეყანაში შემოდის ავტობუსებით, ნარკოტიკები ბაშებად, თუ რა დავარქვა, იმალება პლაზმურ ტელევიზორში, კომპიუტერში, ე.წ. ნოუთბუქებში, მანქანის მაგნიტოფონებში და საბავშვო ველოსიპედებში, საჭის მრგვალ კოლოფში, „სიდენიასა“ და უკანა საბურავის რკინაში, რაზეც ველოსიპედის კბილანები და ჯაჭვია დამაგრებული.

 

აი, მაგ ადგილას ეგ ჯაჭვი იხსნება, სამალავი კეთდება. შსს-ს თანამშრომლებს იმ კოორდინატებსაც ვეტყვით, რომელი ქალაქიდან მოდის წამალი და ყველა იმ ინფორმაციას გადავცემთ, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ყველანაირად ვართ მზად თანამშრომლობაზე. ეს ნარკოტიკი მიედინება ქუთაისში, იქიდან კი ზესტაფონი და სამტრედია მარაგდება“, -აცხადებს ბურჯანაძე.

 

მისი თქმით, ამ სისტემას მეტი ყურადღება სჭირდება, მეტი რეაგირების ფორმა უნდა ჩამოყალიბდეს, რადგანაც ეს ბიზნესი ვერცხლისწყალივითაა, თავის ახალ გზას სულ პოულობს.

 

„ქუთაისში ამ „ტავარს“ ხვდება ნარკორეალიზატორი და ამის შემდეგ ხდება ამის გადანაწილება ზესტაფონისა და სამტრედიის მხარეებზე.

 

დაახლოებით 65-70% ქუთაისში რჩება და დანარჩენი უკვე დასახელებულ ქალაქებში გადადის.

 

ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ერთი თვის მანძილზე ქუთაისში, ვითომდა დაბადების დღის აღნიშვნისთვის ერთ ოჯახში, ერთი თვის მანძილზე ერთი პიროვნებისთვის 7 დაბადების დღე როგორია? ხოდა, გადმოგზავნილია 7 საბავშვო ველოსიპედი გაძეძგილი ნარკოტიკით“, - აცხადებს ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !