ჩოლოყაშვილის ქუჩაზე დაყაჩაღებული მალავს, რომ დააუთოეს?!

Image

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში,  ჩოლოყაშვილის ქუჩაზე კრიმინალებმა დაყაჩაღებისას მსხვერპლი დააუთოეს.

 

თუმცა მოგვიანებით,  დაზარალებულმა, ეროვნებით აისორმა საშა პ-მ ჟურნალისტებთან საუბარში დაუთოების ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ყაჩაღებს გარკვეული თანხა საკუთარი სურვილით გაატანა. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ დაზარალებულის მეზობლები...

 

ნატაშა კ. დაზარალებულის მეზობელი:  საშა ძალიან მშრომელი და პატიოსანი ადამიანია, იმდენად კეთილი, რომ ეზოში მოხუცს არ ტოვებს, არ მოიკითხოს და რაიმე არ მიაწოდოს.

 

ასეთი ადამიანი იშვიათია, ამიტომაც ყველას გვიყვარს. იმ საშინელებამაც რაც მას დაემართა, ყველა შეგვზარა, - ფიქრითაც ძნელია იმის წარმოდგენა ადამიანს გახურებულ უთოს რომ ადებენ შიშველ კანზე და მთელი ძალით აწვებიან! ასეთები ქუჩაში როგორ უნდა დადიოდნენ!

 

განა რამდენი უნდა ჰქონებოდა უბრალო მუშას, - სატვირთო მანქანაზე მუშაობს მშენებლობაზე, რომ სამი ნაძირალა ერთად დასხოდა თავს. საშა მთასავით კაცია, ესე იგი, რამდენხანს აწამებდნენ, რომ ამხელა კაცმა გონი დაკარგა!

 

საწყალი ალბათ სადმე რეისში წავიდა და დიდი-დიდი 500 ლარი აიღო, მერე ეს ამბავი ვიღაცასთან თქვა და იმან კიდევ ყაჩაღებს გააგებინა. ციხე შიგნიდან ტყდება, ალბათ, ეს ნაძირლები ჩვენივე მეზობლები არიან, რადგან ჩვენს კორპუსში ბოლო ხანს არაერთი ბინა გაიძარცვა; სხვა უცხო ვინ მოვიდოდა აისორ მუშასთან, რომელსაც მუდმივი სამუშაოც არ აქვს.

 

ამას წინათ ჩვენი ერთი მეზობელი მძინარე გაძარცვეს, - თუ სახლის ყველა კუთხე-კუნჭული არ იცოდნენ, ისე ფრთხილად როგორ იარეს, რომ მძინარე ბინის პატრონს არ გაეღვიძა? ეს ყველაფერი პოლიციამაც უნდა იცოდეს, მაგრამ საშა რომ სახლში უგონოდ ეგდო, მეზობლებთან დადიოდნენ და გვეკითხებოდნენ, - ამ  საათებში ეზოში უცხო ვინმე ხომ არ გინახავთო.

 

თავად დაზარალებული ამ ფაქტს უარყოფს, იმიტომ რომ ვერავინ  დაიცავს, ორი პატარა შვილი ჰყავს და ეშინია. ეგ ამბავი რომ მოხდა, მთელი კორპუსი ერთმანეთს ურეკავდა, საშა დააუთოეს და ყველამ კარი გადაკეტეთ, ის ყაჩაღები თქვენთანაც არ მოვიდნენო!

 

საშას ცოლმა დილით ბავშვები ბაღში რომ წაიყვანა, ყაჩაღები ამას დაელოდნენ და მერე ავიდნენ საშასთან. იცოდნენ, რომ ამ დროს მარტო იქნებოდა. ჯერ იატაკზე დააგდეს, შეკოჭეს, მერე კი უთო ჩართეს და ადამიანის გაუთოებას შეუდგნენ.

 

კაცი იმდენად ნაწამები იყო, ცოლი რომ შემოვიდა სახლში, გონწასული იატაკზე ეგდო და ამიტომ ატეხა ცოლმა კივილი. კიდევ კარგი, იატაკზე დაგდებული მამა შვილებმა ვერ ნახეს…

kvirispalitra.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !