
„პირველ რადიოს“ ჩხუბის ამსახველი ვიდომასალა ერთ -ერთმა თვითმხილველმა მიაწოდა.
მისივე ინფორმაციით, მონაწილეები შეძახილებით - წავედით, ძაღლები მოდიან, პატრულის გამოჩენისთანავე გაიქცნენ.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მონაწილე ცოტა ხანი ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფეობდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს რეაგირება არ მოუხდენიათ.
თვითმხილველები ამბობენ, რომ პატრულმა კითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება, უპასუხა, რომ მათ ჩხუბი არ შეუნიშნავთ და ისინი იქ მოქალაქის გამოძახების საფუძველზე მივიდნენ, რომელმაც დარეკა და განაცხადა, რომ ნაცემი იყო.
თუმცა ადგილზე მისულმა პოლიციამ ნაცემი მოქალაქე ვერ ნახა.
„პირველი რადიო“ ინფორმაციისთვის შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ვითარებაში გაერკვევიან და კომენტარს შემდეგ გააკეთებენ.