
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ავრცელებს.
ოთარ სირაძის 16 წლის ვაჟს და მის მეგობარს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე მობილური ტელეფონები ცივი იარაღის მუქარით წაართვეს.
ხაჩიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ოთარ სირაძის ვიდეო მიმართვასაც ავრცელებს, სადაც სირაძე მომხდარის დეტალებს ჰყვება.
მისი თქმით, ინციდენტი საღამოს დაახლოებით 8:30 საათზე მოხდა.
სირაძის მტკიცებით, ადგილზე მისული სამართალდამცავები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ დაზარალებულები , რომ ეს ყაჩაღობა არ იყო.