-
2014-10-15 18:53
მსჯავრდებულ ვ.ბ.-ს N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში რენტგენოლოგიური კვლევისას, უკანა ტანში პრეზერვატივებში შეფუთული სამი მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781 მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტითა და 3782 მუხლის პირველი ნაწილით.
საქმეს იძიებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი.
დანიშნულია სასამართლო კომპლექსური (ქიმიური, ტრასოლოგიური, ვიდეოსკოპიური, ჰაბიდოსკოპიური, საინფორმაცია-ტექნოლოგიური) ექსპერტიზა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-02-08 18:33
-
2017-01-25 08:08
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15