
იოსებ გიორხელიძის საქმის პროკურორმა თენგიზ ხარებავამ ჟურნალისტებთან საუბრისას 19 წლის ახალგაზრდის გატაცების დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის თავდაპირველად ჩანთაში ჩასვეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩანთა გაიხა, გიორხელიძე გოთუას ქუჩაზე მდებარე ბინიდან იარაღის მუქარით გაიყვანეს.
"ბავშვს შეუკრეს ფეხები, შემდეგ მათ მიერ მოტანილ დიდ ჩანთაში ჩასვეს, რათა ჩანთით გაეყვანათ საცხოვრებელი ბინიდან, ჩანთა გაიხა, იმიტომ რომ ბავშვი მოცულობითი იყო და წონას ვერ გაუძლო იმ მოტანილმა ჩანთამ...
ამის შემდეგ ისევ გაუხსნეს ხელ ფესი ჩაივანეს ქვევით იაღაის მუქარით, ჩასვეს მისივე ავტომანქანაში და გოთუას ქუჩიდან წაიყვანეს სანზონის მიმართულებით",-განაცხადა თენგიზ ხარებავამ.