
იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ დანაშაულის უკან "ნაციონალების" კვალის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
პროკურორი თენგიზ ხარებავა აცხადებს, რომ ის პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს, რადგან ეს მისი პრეროგატივა არ არის:
"მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ. ვიცი ის, რომ ხალხმა ჩაიდინა დანაშაული და ბრალდებულებს წარედგინათ შესაბამისი მუხლებით ბრალდება. ის, რომ ამ საქმის უკან დგას რაიმე პოლიტიკური დავა, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ. "ნაციონალური მოძრაობის" კავშირი რა შუაშია მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან", - განაცხადა თენგიზ ხარებავამ.