
გურჯაანის რაიონში ცოლის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 30 წლის ქალბატონი, რომელზეც მეუღლემ იძალადა საავადმყოფოში მოხვდა.
როგორც მკურნალი ექიმები აცხადებენ, ქალბატონი დამატებით დეტალებს არ ჰყვებოდა, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მან სხეულზე მძიმე დაზიანებები ოჯახური კონფლიქტის დროს მიიღო.
დაზარალებულის ოჯახის ახლობლები კი აცხადებენ, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ქალბატონი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და არც საჩივარი შეუტანია.