
"რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო ბრიფინგი, რომელიც ამ საღამოსაა დაგეგმილი, 19 წლის ახალგაზრდის გატაცების საქმეს ეხება.
"კურიერის" ინფორმაციით საქმე ეხება იოსებ გიორხელიძის გატაცებას. 19 წლის ახალგაზრდა გამოსასყიდის მოთხოვნით 4 დღის განმავლობაში ყავდათ დატყვევებული.
"პირველი რადიოს" ინფორმაციით კი, რამდენიმე დღის წინ 1995 წლის 5 სექტემბერს დაბადებული იოსებ გიორხელიძე გაიტაცეს. გამტაცებლებმა გიორხელიძე საგურამოს მიმართულებით წაიყვანეს და გამოსასყიდის სახით 300 ათასი დოლარი მოთხოვეს.
გიორხელიძის გათავისუფლება პოლიციამ იმავე დღეს შესძლო. დაკავებულია ერთ-ერთი გამტაცებელი 1977 წლის დაბადებული ჯემალ შონია.