-
2014-10-13 19:09
www.Qartli.gE (შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი)-ს ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი კასპის რაიონულ საავადმყოფოში დააპატიმრეს, რადგან წინადღეს ძაღლისგან დაკბენილი შვილის აცრას ხმამაღლა ითხოვდა, ადმინისტრატორმა კი ნაცნობ პოლიციელს დაურეკა.
გამოცემის ინფორმაციით, ვეფხია ბალხამაშვილს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. ქვეყნდება სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოც, სადაც დაკავების ეპიზოდია ასახული.
საქმის მასალების მიხედვით, ბალხამაშვილმა ადმინისტრატორს "დებილი" უწოდა, რადგან აცრის გასაკეთებლად აუცილებელი ვადა გადიოდა, ექიმები კი აცრას არ ატარებდნენ, რადგან ბალხამაშვილის არასრულწლოვან შვილს პირადობის მომწობა არ ჰქონდა.
"ქართლი.ჯი" წერს, რომ ადმინისტრატორმა პოლიციელს დაურეკა ტექსტით: ",,მოდი, ერთი გამომხედე, ვიღაც ბიჭია და ბუინობს", რის შემდეგაც ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მამაკაცი დააკავეს.