-
2014-10-08 13:43
გურამ ცეცხლაძე, რომელიც 2 ტონა და 790 კილო თხევადი ჰეროინის გადატანისთვის დააპატიმრეს, გუშინ გვიან საღამოს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
ცეცხლაძის ადვოკატის, ემზრ პაქსაძის ინფორმაციით პროკურატურამ დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რადგან წინასწარ გამოძებაში მოპოვებული მტკიცებულებებით პირის ბრალეულობა არ მტკიცდებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გურამ ცეცხლაძეს სამუდამო პატიმრობა ელოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ჰეროინი საქართველოში წითელი ხიდის გავლით შემოიტანეს. საჭესთან ევგენი გორგაძე იჯდა. (გორგაძე ბრალდებულია და პატიმრობაში იმყოფება)გვერდით კი შეზიფ შემიზოხლუ, რომელიც ახლა დაკავებულია, ის ქართველ მძღოლთან ერთად ტვირთს დაყვებოდა. ამ ორ პირთაბ ერთად დააკავეს გურამ ცეცხლაძეც, ესეც მძღოლია, ოღონდ იმ მანქანის, რომლითაც საქართველოდან ტვირთის გატანა იგეგმებოდა. მანქანა, რომელიც მას უნდა ემართა, უკრაინელების მიერ დაფუძნებული ქართული გადამზიდავი კომპანიის საკუთრებაა.