-
2014-10-08 10:42
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კობა ე. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 4 პირთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხუცი ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, 150 ლარი და მედლები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა კობა ე. ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 8 ოქტომბერს ზუგდიდში დააკავეს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი გატაცებული მედლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.