-
2014-10-07 14:37
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ორგანიზაცია "ფეისბუქზე" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მარტვლის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში, "ლიბერთი ბანკის" ფილიალიდან სეიფი გაიტაცეს, თუმცა, ამბავი არ გახმაურებულა.
როგორც "აფხაზეთის ხმამ" დამატებით გაარკვია, შემთხვევა დაახლოებით ათი დღის წინ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიაში მოხდა. გავრცელებული ვერსიით, სეიფში ადგილობრივ პენსიონერებზე გასაცემი თანხა ინახებოდა, ხოლო გატაცების შემდეგ "ლიბერთი ბანკმა" ფილიალი დახურა და განაცხადა, რომ თანხის გაცემას არ განაახლებს, სანამ თანამშრომელთა უსაფრთხოება არ იქნება დაცული.
"ნაციონალური მოძრაობის" გვერდზე იტყობინებიან, რომ შსს მომხდარ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ბანკის ფილიალში რემონტის გამო, ძველი სეიფი ახლით შეიცვალა და არანაირი კრიმინალური ფაქტი არ მომხდარა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02