მაღაზიის მეპატრონის პირველი კომენტარი, რომლის გაქურდვისთვისაც მირზა გოჩუაძის დევნა ხორციელდებოდა

Image

როგორც „ინტერპრესნიუსთან“  ნანა არსენიძემ განაცხადა, მირზა გოჩუაძის დაჭრამდე რამდენიმე საათით ადრე, სამართალდამცვლებმა მაღაზიასთან არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ნახეს.

 

 

„დილით რომ მოვედი სალაროდან 22 ლარი იყო წაღებული და კიდევ რამდენიმე კოლოფი სიგარეტი.

 

მაღაზიაში ვიდეოთვალია დაყენებული, რომელიც ყველაფერს აფიქსირებს. არც შესახედავად მინახავს ის ბიჭი და არც მისი სახელი და გვარი ვიცი. თვითონ პატრული მოვიდა და უყურეს ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ მასალას.

 

სამი საათისთვის კიდევ ერთხელ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და თქვეს, რომ იცოდნენ დამნაშავის ვინაობის შესახებ.

 

ერთ-ერთი სამართალდამცველი მაღაზიის გარეთ ტერიტორიაზე იდგა. ამ დროს ჩამოიარა მანქანამ და მას დაედევნენ. არ ვიცი ვინ დაინახეს და რატომ გაეკიდნენ", - აცხადებს მაღაზიის მეპატრონე ნანა არსენიძე.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა.

 

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით. პროკურატურამ მირზა გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !