
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში პოლიციელის მიერ მოკლული ახალგაზრდის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ შსს-მ და პროკურატურამ მყისიერი რეაქცია გამოავლინეს, ხოლო პოლიციელი კანონის შესაბამისად დაისჯება.
"ძალიან ვწუხვარ, ეს ძალიან ცუდი შემთხვევაა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარალდა. გუშინ მყისიერი რეაგირება მოახდინეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ. როგორც იცით, პოლიციელი დაკავებულია და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა.
ფოტოზე: მირზა გოჩუაძე