
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს ნეირო ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, – ამის შესახებ „კვირას“ კლინიკის მიმღები განყოფილების მორეგე ექიმმა განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში შემოსვლისას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. „პაციენტს მრავლობითი დაჟეჯილობა აღენიშნებოდა სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებზე. ამჟამად ის ნეიროქირურგიის განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც გამოკვლევები უტარდება.
როგორც პაციენტმა აღნიშნა, მას ტკივილები თავის არეშიც აღენიშნებოდა, ამიტომ საჭირო გამოკველევის შედეგად, ზუსტი დიაგნიოზი დადგინდება“, – აღნიშნა მორიგე ექიმმა.