ჩაცმულობის გამო ძმამ დას შვიდი ჭრილობა მიაყენა–შემთხვევა დუისში

Image

 სოფელ დუისში 33 წლის რუსუდან ხანგოშვილს, რომელიც ძმამ გულში დაჭრა, ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც „კვირას“ დუისში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა განუცხადა, ინციდენტის შედეგად რუსუდან ხანგოშვილს ორი ოპერაცია დასჭირდა.


მისივე თქმით, რუსუდან ხანგოშვილი სოფელ დუისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ამავე სოფლის სკოლაში პედაგოგად მუშაობს. ადგილობრივის ინფორმაციით, და-ძმას შორის ინციდენტი დის ჩაცმულობის სტილის გამო მოხდა. „ძალიან კარგი ოჯახია და სოფელში მათ ყველა კარგად ახასიათებთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ძმას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ადრე მკურნალობდნენ კიდეც, მაგრამ რა მოხდა და ასე რატომ გაიმეტა საკუთარი და, ცოტა გაურკვეველია. სოფელში ამბობენ, რომ ძმას დის ჩაცმულობის სტილი არ მოსწონდა და აიძულებდა მას, რომ ტრადიციულად წესების დაცვით სამოსი ეტარებინა“, – აცხადებს ქალბატონი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

 


როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, დუისში დაჭრილი რუსუდან ხანგოშვილი ჯერ ახმეტის რაიონის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, ამის შემდეგ კი პაციენტი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკვე მეორე ოპერაცია დასჭირდა.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !