შსს-მ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ბრალდებით ორი დაჯგუფება დააკავა

Image

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს, ხოლო 1 მოქალაქეს ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა.

 

სამართალდამცველებმა 5 პირი – 1984 წელს დაბადებული გიორგი ჯ, 1991 წელს დაბადებული გიორგი ქ, 1986 წელს დაბადებული ზვიად ბ, 1980 წელს დაბადებული გიორგი ჯ. და 1985 წელს დაბადებული გიორგი ყ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი თეთრიწყაროს რაიონში, სარკინიგზო მაგისტრალის ბედენის ზეგანის მონაკვეთზე საკონტაქტო სადენებს ჭრიდნენ.

 

რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ 5 პირი – 1982 წელს დაბადებული გიორგი ნ, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაზა მ, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით მ, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვასილ ძ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ძ. დააკავეს, ხოლო 1987 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ლაშა ბ-ს ამავე დანაშაულისთვის წარედგინა ბრალი.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე საკონტაქტო სადენები მოჭრეს და სარეალიზაციოდ ამზადებდნენ. კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 52 000 ლარი შეადგინა. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მოპარული სადენები. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !