შარდენზე მდებარე კაფეში კერძო დაცვის სამსახურის წევრებმა ახალგაზრდა ცემეს

Image

თბილისში, შარდენზე მდებარე ერთერთ ბარში კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ახალგაზრდები ცემეს. მათ შორის იყო მალხაზ გულაშვილისა და ნანა გაგუას ვაჟი, რომლის ფოტო "ფეისბუქში" დედამ გამოაქვეყნა.

 

ნანა გაგუა, ნაცემი ახალგაზრდის დედა "ფეისბუქში" წერს, რომ ის ბარში არ შეუშვეს, უკმეხი სიტყვებით მიმართეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას შემდეგ, რაც პრესის მუშაკის ბარათი უჩვენა:

 

"წუხელ თბილისში, დაწყევლილ შარდენზე, ასე გაუსწორა ჩემს შვილს ერთერთი კერძო დაცვის 6-7 თანამშრომელი. მათ განსაკუთრებით პრეს-ბარათის დანახვა ვერ აიტანეს!", - წერს ნანა გაგუა, რომელიც მედიაკავშირ "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში ტელეფონით ჩაერთო და მომხდარის დეტალებზე ისაუბრა:

 

"არ შეიძლება ახალგაზრდას, რომელსაც ერთადერთი დარღვევა დაბადებიდან დღემდე ღვედის არგადაკვრაა, ასე დაუმახინჯო ცხოვრება, ამას არ შველის მერე მობოდიშება, რომ ბატონო მალხაზ და ქალბატონო ნანა, ჩვენ ასე არ გვინდოდაო... მე იქ ჩემს შვილს კი არ ვიცავდი მხოლოდ, ყველა ახალგაზრდას ვიცავდი", - განაცხადა ნანა გაგუამ.

 

"ფეისბუქში", ფოტოს კომენტარებში ზოგიერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში დამნაშავეა კერძო დაცვის სამსახური "თორი", რომლის უკან არჩილ გეგენავა და "საქართველოს ბანკი" მოიაზრება. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !