
ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილში ბალისტიკური ექსპერტიზა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ექსპერტიზის შედეგად აღდგა სურათი, თუ რა მდგომარეობაში იყო ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე.
ექსპერტიზაში მონაწილეობდა პიროვნება, რომელიც პარამეტრებით ჰგავს ეროსი კიწმარიშვილს.
პიროვნება ჩასვეს ავტომობილში და მოხდა განსაზღვრა, კონკრეტულად რა ტრაექტორიით მოხდა ტყვიის გასროლა და რა მდგომარეობაში იყო ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე.
ექსპერტიზის მიმდინარეობას ეროსი კრწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი ესწრებოდა.
„ძალიან მჭიდროდ იყო სკამზე გადაწოლილი, მიბჯენილი იყო მთლიანად ზურგით და თავითაც. ეს მაფიქრებინებს, რაღაც სხვა ვითარებაზე. მაგალითად იმაზე, რომ შეიძლება მანქანაში გარდაცვლილის გარდა იყო სხვა პროვნება, რომელიც ღვედით ან სხვა საშუალებით უკნიდან ეწეოდა და ცდილობდა, რაც შეიძლება კონტროლში ჰყოლოდა", - აცხადებს ზურა კიწმარიშვილი.
ექსპერტიზის მიმდინარეობას აკვირდებოდა დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი.
მისი თქმით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაჩნდა კონკრეტული კითხვები, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.