
"პირველი რადიოს" ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუშინ გვიან ღამით, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტოტალიზატორი “lider.bet”–ი გაქურდეს, შსს ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა სალაროდან 6000 ლარი გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ტატო კუჭავას თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პირველი რადიო"