
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემიდან ვიდეო და აუდიო მასალის გატანა ისჯება კანონით, რასაც სსკ შესაბამისი მუხლი არეგულირებს.
„მივმართავ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიკითხოს ეკა კვესიტაძე და დადგინდეს ფირების მიმწოდებლის ვინაობა (თუმცა ჩემთვის ის ცნობილია).
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არ დაკვალიფიცირდება, როგორც ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, არამედ დაგეგმილი საბოტაჟის თავიდან აცილება.
ჩემი ინფორმაციით, შემდეგი ფირი პირდაპირ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის იმიჯს.
გვახსოვდეს, რომ ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ევროპასთან ასოცირების დოკუმენტზე, რაც თავისთავად არ გამორიცხავს პრევენციული ზომების გატარებას და გვავალდებულებს კანონის უზენაესობას!", - აცხადებს მოროშკინა.