-
2014-09-22 14:04
ზუგდიდში ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე მცხოვრები, ციცინო დანელია გაძარცვეს. დაზარალებულს ჩანთა საკუთარი კორპუსის პირველ სართულზე ელექტროშოკის გამოყენებით წაართვეს. მომხდარის შესახებ livepress.ge იტყობინება.
ციცინო დანელიას ჩანთაში 500 ლარი და პირადი დოკუმენტაცია ედო. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
„ეს ადამიანები უკან მომყვებოდნენ. მე მეგონა მეზობლები იყვნენ. მისალმება მინდოდა. არც ნიღაბი ჰქონდათ. როგორც კი შევედი, ელექტროშოკი მუცლის არეში მომადეს და ჩანთა წამგლიჯეს“, - აცხადებს დაზარალებული.
ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაზარალებულის და კორპუსის რამდენიმე მკვიდრის დაკითხვა მიმდინარეობს. ციცინო დანელია ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მუშაობს.