-
2014-09-16 18:48
ვარლამ ხათრიძე ბარბარე რაფალიანცის საქმის ადვოკატი, რომელსაც დღეს გავრცელებულ ვიდეოში რაფალიანცების ოჯახის ადვოკატი ლალი ბიწოშვილი საქმის თანამონაწილედ ასახელებს შსს-ს გენერალური ინსპექციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად არის დანიშნული. ინფორმაციას ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ ავრცელებს.
„ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც იყო რაფალიანცის საქმეზე, ეს არის ვარლამ ხათრიძე, ამჟამად მუშაობს შსს-ს გენერალური ინსპექციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად. გვაინტერესებს რატომ დაინიშნა ეს პირი თანამდებობაზე და ხომ არ იყო ეს იმის ნიშანი, რომ ის იქნა წახალისებული სწორედ რაფალიანცის საქმის გამო“, - განაცხადა კარინა გრიგორიანმა.
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ წევრები მოითხოვენ, საქმის სრულყოფილ გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას.
ბიწოშვილი კი თავის ვიდეომიმართვაში როგორც ჰყვება, მას მუდმივი კავშირი ჰქონდა ხათრიძესთან, რომელმაც ,,იცოდა, რომ რაფალიანცის მკვლელობის საქმეში დამნაშავე ,,ქართული ოცნება“ იყო“, თუმცა ბიწოშვილის მეგობრობის იმედი ჰქონდა და პირდებოდა, რომ ყველაფერს დაალაგებდა და მალე დაასაქმებდა კიდეც.