რომეო საჯაია: ,,ოცნებამ" რაფალიანცების ოჯახში ადვოკატი ჩანერგა, რომ ეს ყველაფერი ,,ნაციონალებს" დაბრალებოდათ

Image

ადვოკატი რომეო საჯაია აცხადებს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ რაფალიანცების  ოჯახში საკუთარი ადვოკატი ჩანერგა, რათა ოჯახის წევრები გაეკონტროლებინა და მიმართულება მიეცა, რომ მკვლელობა ნაციონალებს დაბრალებოდათ.

 

 ადვოკატის ინფორმაციით, ამის დასტურია ის ვიდეო მიმართვა, რომელიც დღეს გავრცელდა და რომელშიც რაფალიანცის ადვოკატი ადასტურებს, რომ ის ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან მეგობრობის გამო დათანხმდა ამ ნაბიჯის გადადგმას და მათგან სამსახურს ელოდა.

 

 

 

ვიდეოჩანაწერში, რომელიც 2014 წლის თებერვალშია გაკეთებული,  ლალი ბიწოშვილი, დეტალურად ყვება, რომ ის ნამდვილად ახდენდა გავლენას გარდაცვლილის ოჯახზე, მშობლებს სთხოვდა ჟურნალისტების ზარები მასთან გადაემისამართებინათ და ა.შ.

 

 

“შემთხვევის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა რაფალიანცების ოჯახში საკუთარი ადვოკატი ჩაენერგათ, გაეკონტროლებინათ ეს ადამიანები და მიმართულება მიეცათ, რომ ეს ყველაფერი “ნაციონალურ მოძრაობას” დაბრალებოდა და “ქართულ ოცნებაზე” ეჭვი არ აეღოთ”, - განაცხადა რომეო საჯაიამ.

 

ადვოკატის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა. ფოფხაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე პოლიტიკური ქვეტექსტებით საუბარი თავიდანვე არასწორი იყო. 

 

“თავიდანვე არასწორი იყო ამ მოვლენაზე პოლიტიკური ქვეტექსტის მინიშნება, რომელიც ჩემი თანაგუნდელებისგან მოდიოდა. ეს მათი მხრიდან რა თქმა უნდა, არასწორი ნაბიჯი იყო და ზოგადად ასეთი შეფასებები არასწორია. ახლა, რასაც ეს ადვოკატი აკეთებს, ჩემი აზრით, არანაკლებ შემზარავია, ვიდრე ის, რაც თავის დროზე ჩემმა თანაგუნდელებმა განახორციელეს”, – განაცხადა ფოფხაძემ. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !